2021-03-04 17:28:58, 586 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - არ მაქვს რწმენა, რომ ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტები ივანიშვილის გარემოცვის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში განხორციელდება
„არ მაქვს რწმენა რომ ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტები ივანიშვილის გარემოცვის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში განხორციელდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგია ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებით ქვეყანასა და მის რეპუტაციას ზიანი მიადგა.
„იყო დასავლელი პარტნიორი ამ სფეროში, იყო დიდი პროექტი საქართველოსთვის, იყო სტრატეგიული პარტნიორების გეოპოლიტიკური მხარდაჭერა და ეს პროქტები ჩააგდეს და უზარმაზარი ზიანი მიაყენეს ქვეყანას. მე არ მაქვს არანაირი რწმენა, რომ ამ ტიპის პროექტები განხორციელებადია ივანიშვილის გარემოცვის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან