|
2021-03-03 18:45:41, 567 ნახვა
პოლიტიკა
აშკარად ფაქტობრივი შეცდომებია - მიხეილ სარჯველაძე Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ფაქტობრივი შეუსაბამობებია. მისი თქმით, ორგანიზაციის დასკვნა ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს. „რამდენადაც გავეცანი თვითონ დასკვნას, იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში. მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია, რომლის დასკვნაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ იქ არის აშკარად ფაქტობრივი შეუსაბამობები, ამიტომ არაერთია მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაშიც და იგივე გადათვლასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა დასკვნა საბოლოო, შემაჯამებელი. ამიტომ, მე ვერ გავიზიარებ, რა თქმა უნდა, შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზრისით პრობლემატურია, თუ არის - ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანაშივე ოპოზიციას მიცემული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, Freedom house-ის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ წელთან შედარებით, თავისუფლების დონე შემცირდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)