|
2021-03-02 14:12:54, 635 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი: საქართველოში ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა - ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგა
საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა. სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე უფრო მეტია და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსგავსი რეგიონებისთვის. მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს არის დაუშვებელი. მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - წერს შარლ მიშელი. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინ, თითოეული პოლიტიკური აქტორისგან იგრძნო დიალოგის დაწყების სურვილი. მისივე თქმით, ამაყია, რომ საქართველოში სწორი მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა. „ევროკავშირი და პირადად მე, შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით და პოლარიზაციით. მიუხედავად ამისა, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან. მხარეებთან შეხვედრის შემდეგ, მე თითოეული მათგანი შეხვედრაზე მოვიწვიე, რაც მაგიდის გარშემო მსხდარ მხარეებს შორის სპონტანურ და ღია დებატებში გადაიზარდა. ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადავწყვიტე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო, ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში ჩავატარო. ეს იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა რთული საკითხების გადაწყვეტის მხრივ იქნა მიღწეული. დიდი მადლობა საქართველო ასეთი თბილი მიღებისთვის!"- წერს შარლ მიშელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)