|
2021-03-01 22:58:47, 556 ნახვა
კომენტარი
შარლ მიშელი - განვაგრძობთ ყველა იმ პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ემსახურება
„განვაგრძობთ ყველა იმ პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ემსახურება“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მონაწილე მხარეებმა უნდა გააუმჯობესონ დიალოგი და გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი. „პოლიტიკური დიალოგი საქართველოში უნდა განიმუხტოს. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან და პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მოგვესმინა ერთმანეთის. გვესმის, რომ ბევრი რთული საკითხი საჭიროებს გადაჭრას. ორი კვირაში ევროსაბჭოს ასოცირების საბჭოზე მოლაპარაკების პირველი შედეგების გაცნობა მოხდება, რომლის თანახმადაც, გვექნება ინფორმაცია, რა ტიპის მოლაპარაკება შეიძლება შედეგს. გადაუდებელია, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაიმართოს და გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. მონაწილე მხარეებმა უნდა გააუმჯობესონ დიალოგი. განვაგრძობთ ყველა იმ პოზიტიურ მცდელობის მხარდაჭერას, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერას, რათა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში რეფორმების კურსი გაგრძელდეს. ასოცირების ხელშეკრულება რომელიც გაფორმებულია ჩვენსა და საქართველოს შორის, არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)