08:03 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 18:31:37, 727 ნახვა

პოლიტიკა
შარლ მიშელი - შეიძლება, ყველაფერი დღესვე ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის

შეიძლება, დღესვე ვერ მოვაგვაროთ ყველაფერი, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ დღევანდელი საღამო იქნება შანსი, რათა მხარეებმა წინსვლას მიაღწიონ.

„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და  შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს ეს შედეგები. ჩემი მთავარი მიზანი ის არის, რომ სერიოზულად ვუყურებთ ამ მდგომარეობას. ამ პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად. ეს არის საქართველოსთვის, ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. მე პრემიერ-მინისტრს ავუხსენი, რომ მზად ვარ, ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დარჩეს ერთგული, ჩაერთოს სხვა პარტნიორებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ პროცესში და ეს შეხვედრა ორ კვირაში ბრიუსელში შეიძლება, საინტერესო მომენტიც იყოს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას. შეიძლება, ყველაფერი დღესვე ვერ მოვაგვაროთ და ვერ გადავჭრათ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და იქნება განხილვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics