|
2021-03-01 13:42:04, 528 ნახვა
სამართალი
გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.შ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 თებერვალს, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ა.შ.-მ დანის გამოყენებით ორ პირს - 1993 წელს დაბადებულ ო.ი.-სა და 1982 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ა.შ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმესთან დაკავშირებით გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)