2021-03-01 10:49:15, 1590 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 270 918 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 520 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 265 523 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან