2021-02-27 22:23:56, 633 ნახვა
სამართალი
გლდანში სროლა იყო - დაშავებულია ერთი პირი
თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო - გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი.
ამ დროისთვის უცნობია სროლის მიზეზი, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები აგრძელებენ მუშაობას.
როგორც „ექსპრესნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობას, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,