2021-02-27 10:47:37, 1655 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 270510 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3499 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 264589 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან