|
2021-02-26 20:30:18, 1050 ნახვა
კომენტარი
ჯო ბაიდენი - შეერთებული შტატები ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს
„შეერთებული შტატები ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას, რომ რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიისთვსი პასუხი აგოს. „შვიდი წლის წინ ამ დღეს, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის კანონები დაარღვია, ის კანონები, რომელთაც თანამედროვე სახელმწიფოები ურთიერთობისას იყენებენ. შვიდი წლის წინ ამ დღეს, რუსეთმა, ყირიმში შეჭრით, მეზობელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შელახა. შეერთებული შტატები, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, უკრაინისა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების გვერდით დგას. ამ გამომაფხიზლებელ დღეს, მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიმეოროთ: ყირიმი უკრაინაა. შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასოდეს აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და დამამცირებელი ქმედებებისთვის პასუხი აგოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)