|
2021-02-26 15:30:20, 735 ნახვა
პოლიტიკა
ჟიგიმანტას პავილიონისი კოლეგებთან ერთად განცხადებას ავრცელებს და ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიზე თავდასხმამ და ნიკა მელიას დაკავებამ გამოავლინა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სისუსტე. „ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მითითებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გაფორმდა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ხელშეწყობით“, - აღნიშულია განცხადებაში. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაერთიანდნენ და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებული პრობლემები მოსაგვარებლად. „ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს, რომ გაერთიანდნენ და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ბოლო წლებსი ჩვენ დავინახეთ და არ მიმართონ სხვა ერების მიერ გამოყენებულ ტაქტიკას, ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ დესტბილიზაცია და ანტიდემოკრატიული მოქმედებები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული და აქამდე გაგრძელებული ვითარება, ხაზს უსვამს, რომ ძალაუფლების მქონე ყველა პირის პიროვნულ პასუხისმგებლობას თავშეკავებისკენ და შედეგებისკენ მთელი ერისთვის, მათთვის, ვინც ამას არ აკეთებს. საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხე ემუქრება თავისუფლებას, ძალადობისა და შეტევების გამო“, - ვკითხულობთ წერილში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)