|
2021-02-25 23:34:21, 678 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - პროკურატურის განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი
„პროკურატურის განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რა საჭიროებით იყო განპირობებული, როგორ შეეშლებოდა ხელი მართლმსაჯულებას ნიკა მელიას გარეთ ყოფნით. „პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ რეალურად ისინი თვლიან, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა არაა საჭირო გამოძიების წარმართვისთვის. თუ ნიკა იქნება გარეთ და გადაიხდის გირაოს, შესაძლებელი იქნება საქმეზე ობიექტური გამოძიების წარმოება. ესეიგი ისინი თვლიან, რომ ნიკა შეიძლება ყოფილიყო გარეთ. ეს იყო ომბუდსმენის არგუმენტი, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რა საჭიროებით იყო განპირობებული, როგორ შეეშლებოდა ხელი მართლმსაჯულებას ნიკა მელიას გარეთ ყოფნით. ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)