|
2021-02-25 17:43:57, 726 ნახვა
კომენტარი
მეუფე გრიგოლი - მიუხედავად ერთმანეთის მიუღებლობისა თუ აუტანლობისა, პოზიციების შეჯერებას უნდა მივაღწიოთ
ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, მიუხედავად ერთმანეთის მიუღებლობისა თუ აუტანლობისა, პოზიციების შეჯერებას უნდა მივაღწიოთ. „ვაანალიზებთ, რომ უკანასკნელი ასი წლის ისტორიას კარგად ვხედავთ, რომ თავისუფლების მოპოვება ურთულესი საქმეა. იმპერიას კვლავაც გაშმაგებით სურს ჩვენი დამორჩილება, ჩვენი საზოგადოება კი გადაღლილია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებებით. მრავალი ადამიანი არსებული ვითარებით იმედგაცრუებულია და მომავალსაც სკეპტიკურად უყურებს. დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამ ვითარების გამოსწორება. უწინარეს ყოვლისა, უნდა გადავლახოთ ჩვენს სორის არსებული დაპირისპირებები. პოლარიზებულია აზროვნება მტრისა და მოყვრის კონტრასტულ განზომილებებს შორის არის მოქცეული, რაც ართულებს ურთიერთგანსხვავებული აზრისა და პოლიტიზირებული ადამიანებს შორის დიალოგს. თვალი გავუსწოროთ არსებულ სინამდვილეს და მიუხედავად ერთმანეთის მიუღებლობისა თუ აუტანლობისა მივაღწიოთ პოზიციების შეჯერებას და იმ გადაწყვეტილებას რაც არა ერთ კონკრეტულ პარტიას მოუტანს მის მოწინააღმდეგეზე გამარჯვების ილუზორულ განცხადა არამედ ქართულ სახელმწიფოს მდგრადობას შესძენს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)