|
2021-02-25 14:31:23, 486 ნახვა
კომენტარი
„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, სანაიას საქმეზე გამოკვეთოს შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა
„უფლებები საქართველო“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და თანმხლებ პირებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს მომხდარ ფაქტს და მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, სანაიას საქმეზე გამოკვეთოს შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა. „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას"წამყვანს, ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ პირებს თავს დაესხა ჯგუფურად რამდენიმე პირი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. თავად ჟურნალისტის განმარტებით, მასზე და თანმყოფ პირებზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის საფუძველს პირადად მისი პროფესიული და ზოგადად კრიტიკული არხების საქმიანობა წარმოადგენდა. „უფლებები საქართველო" მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოძიების საწყის ეტაპზევე მიუთითოს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებზე. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის 1-ლი ნაწილის დებულებებზე, რომელიც ადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას დანაშაულის „...სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით" ჩადენისთვის. ამასთან, „უფლებები საქართველო" საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გახშირებას და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად და ეფექტიანად წარმართონ გამოძიება ამ და მსგავს მიმდინარე საქმეებზე. თავის მხრივ, „უფლებები საქართველოს" გუნდი მზადყოფნას გამოხატავს, სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დაზარალებულ პირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)