12:02 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 12:21:48, 651 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია დადებითი მუხტის შენარჩუნება - ბიზნესისგან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ველოდებით

მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს დადებითი მუხტი და არ გაუარესდეს ეპიდვითარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც დღეიდან შემსუბუქდა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ელოდება და მოითხოვს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ბიზნესისგან.

„სასტუმროებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გაიხსნან, ნებისმიერ დროს მოემზადონ, იმიტომ რომ თუნდაც ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში სეზონი გრძელდება, კლიმატური პირობები არ უწყობს რესტორნების ღია სივრცეებს, მაგრამ უწყობს ხელს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში. რაც შეეხება რესტორნებს, 1-ელი მარტიდან აჭარაში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში შიდა სივრცეები გაიხსნება და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოვამზადოთ ეს დარგი გახსნისთვის. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნა, რკინიგზაც განაახლებს და გამოაცხადებს თავის მარშუტებს.

მთავარია, რომ დადებითი მუხტი შენარჩუნდეს, დადებითი ტალღა შენარჩუნდეს და  არ გაგვიუარესდეს ეიპდვითარება, ამიტომ ისევ და ისევ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics