2021-02-25 11:08:12, 1650 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 171 227 დაინფიცირდა. მათგან 162 984 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 3 179-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,