04:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 11:13:54, 1759 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 302 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 103 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 302 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 103 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

შესაბამის მონაცემებს მთავრობის ადმინიტრაცია ავრცელებს.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 748, აჭარაში - 175, იმერეთში - 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 33, იმერეთში - 99. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 68, აჭარაში- 8, იმერეთში - 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 74 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 105, ხოლო აჭარაში - 91.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 107 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 152 პირი, აჭარაში - 440, იმერეთში - 763", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics