22:50 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 13:44:31, 706 ნახვა

ეკონომიკა
21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 13.0 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 12.5 ათასი ტონა.  რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სინგაპურსა და ჰონკონგში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics