|
2015-10-07 13:35:13, 555 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძარობა“ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერი „კორუფციაშია ჩაფლული“. „უმოქმედო, უგუნური, უპასუხისმგებლო და კორუფციაში ჩაფლული - ეს ნარმანიას მაღალანაზღაურებადი, მაღალი სახელფასო დანამატებითა და სხვადასხვა საბიუჯეტო სიკეთეებით განებივრებული მთავრობაა, რომელმაც ქალაქში სრული კრახი განიცადა და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ცხოვრება ბევრად უფრო დაამძიმა. ამ სიტუაციაში უსუსური, საკუთარი გუნდისგან გარიყული ნარმანია, ვერ ახერხებს ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებასაც კი და იძულებულია სპეცსამსახურების დავალებების მორჩილი, უტყვი შემსრულებელი იყოს. როდესაც მერიის არაეფექტური მუშაობის გამო ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის ყოველდღიური არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება, როდესაც ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის პარალელურად მერია ათიათასობით ოჯახს უუქმებს არსებულ ,,კომუნალურ ვაუჩერს“, როდესაც უმუშევრობის მწვავე პრობლემის არსებობისას მერიაში წლების განმავლობაში მომუშავე კვალიფიციური თანამშრომლების გაყრა ხდება მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასასაქმებლად, როდესაც ვერ ხერხდება ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, თბილისის მერისა და მთავრობის წევრების არაკვალიფიციურობა და გულგრილობა უკვე დანაშაულის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ამ კრიტიკული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის წარუმატებელი ექსპერიმენტის - დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. თბილისელებისთვის ეს ერთადერთი შანსია, რომ დაკარგული წელიწადნახევრის შემდეგ, 2016 წლიდან მაინც დაიწყოს ქალაქში ,,ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე პრობლემების მოგვარება, ბიუჯეტის ადამიანების საჭიროებებზე მორგება მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქის სატრანსპორტო საცობებისგან განტვირთვა, ეკონომიკის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ხელშემწყობი რეალური პროგრამების განხორციელება და ზოგადად, დედაქალაქში ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ჩვენ გვაქვს დედაქალაქის მართვის წარმატებული გამოცდილება და კონკრეტული პროექტები იმისათვის, რომ შევძლოთ არსებული პრობლემების ეფექტურად აღმოფხვრა. შესაბამისად, მზად ვართ არჩევნების გზით პასუხისმგებლობა ავიღოთ ზემოაღნიშნული მძიმე მდგომარეობის დროულად, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გამოსწორებასა და ქალაქის შემდგომ განვითარებაზე“,- აღნიშნულია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)