|
2021-02-21 22:03:34, 419 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. მან სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” სამხედრო ტექნიკის - სამედიცინო დაჯავშნული მანქანების, ასევე შაშხანებისა და დრონების წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო წარმოების კუთხით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. „მე გახლდით ვიზიტით, სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩეხეთსა და პოლონეთში. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას „დელტას“ ბაზაზე და იმედი გვაქვს, რომ ავაწყობთ ერთობლივ საწარმოებს“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ სამხედრო წარმოებაზე, კერძოდ, „დელტას“ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ „დელტადან“ 40 ავტომანქანა მიიღო. მისივე განმარტებით, მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)