17:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 20:47:02, 326 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სისტემის რეფორმირების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

 „სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე - მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.

„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“,  - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, უწყებისთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაზარალებულისა და მოწმის მხარდაჭერა.

 „სწორედ ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და მოიცვა სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, სამომავლოდ იგეგმება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, დანაშაულის პრევენციის მიზნით არასრულწლოვნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან კომუნიკაციის დოკუმენტის შემუშავება და სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics