19:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 20:26:42, 346 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და ჩვენს სამხედოებზე ზრუნვის პოლიტიკას

„ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და  ჩვენს სამხედოებზე ზრუნვის პოლიტიკას. გაგრძელდება ყველა მიმართულებით სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი რეფორმების ხედვა თავდაცვის სისტემას  უფრო ეფექტურს გახდის, გაზრდის ნატოსთან თავსებადობას და განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

„საქართველოს, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, მთავარ მიზანს წარმოადგენს ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, როგორც ეკონომიკით, ასევე ძლიერი თავდაცვისუნარიანობის შექმნით. რუსეთის რეგიონისადმი გაძლიერებულ ინტერესს ჩვენ დავუპირისპირებთ ძლიერ ეკონომიკას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებულ წინსვლას, როგორც ნატოს ასევე სხვა მისიებში წარმატებულ მონაწილეობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ჩვენ პარტნიორებს დავანახეთ, რომ საქართველო მზად არის დასკვნითი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად და საქართველოში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად. მოხარული ვარ, რომ მე მქონდა საშუალება აქტიური წვლილი შემეტანა ამ პროცესში, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და შეუქცევადს გავხდით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics