19:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 12:14:28, 413 ნახვა

კომენტარი
EU - 1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა საამაყო იურიდიულ ტრადიციას

„1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა საამაყო იურიდიულ ტრადიციას“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა.

„დღეს, გულითადად ვულოცავთ საქართველოს ხალხს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს, რომლსაც ერთად ვზეიმობთ.

1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა საამაყო იურიდიულ ტრადიციას პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა, იგი ქართველი ხალხის ძლიერ დემოკრატიულ მისწრაფებებს ასახავდა.

საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა, იგი ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, რაც ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბეჭდურ მედიას მოიცავდა.

მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა. მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ. ამ კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. მან სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრი ჩარჩოებიც კი განამტკიცა. პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორიენტირები შექმნა - ორიენტირები, რომლებიც დღემდე მეტად აქტუალურია.

საქართველოს ამბიცია ააშენოს წარმატებული, ინკლუზიური, პლურალისტული დემოკრატია ამ ისტორიულ კონსტიტუციაში არის დამკვიდრებული. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად ავღნიშვნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics