|
2021-02-20 16:58:13, 526 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები
დღეს, ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა გლობალური პანდემიის გამო ეკონომიკაზე მიყენებულ ზიანზე და აღნიშნა, რომ პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე, მხოლოდ 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 4,0 მილიარდი ლარი დაკარგა, ხოლო 2020-2021 წლებში, ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდი ლარი იქნება. „მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის, ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები. ბოლო შეფასება განახორციელა სააგენტო Fitch-მა, რომელმაც უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგის მაჩვენებელი, რის მიზეზადაც გონივრული ფისკალური პოლიტიკა და გამოწვევებზე სწორი მაკროეკონომიკური პასუხების გაცემის უნარი დაასახელა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფისკალურ მაჩვენებლებზეც. 2020-2021 წლებში, ბიუჯეტზე დამატებითმა ზეწოლამ 7 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,4 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალა. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელმაც გადააჭარბა 60-პროცენტიან ზღვარს. „სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, ჩვენი ძირითადი გამოწვევაა, მთავრობის ვალის შემცირება. საბაზისო სცენარის მიხედვით, ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში ვუბრუნდებით ნორმებს, თუმცა საკრედიტო რეიტინგების შესანარჩუნებლად და შემდგომი გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია ვალის მაჩვენებლის მეტად შემცირება. ასევე, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ყოველწლიურად. 2022 წლიდან აუცილებელია მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეფიციტის შემცირება არ მოხდეს ისეთი ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას სწრაფი აღმასვლა გვქონდეს პოსტპანდემიურ პერიოდში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8-პროცენტიან ნიშნულზე, რაც უცილებელი პირობაა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)