|
2021-02-20 11:48:46, 519 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება
„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მაკროეკონომკურ სტაბილურობას და ძალიან სწრაფად შევუდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ამის ბოლო ნიშანი და დადასტურება იყო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის შეფასება, როდესაც მან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა. „ეს ნიშნავს, რომ არამარტო ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება, არამედ სწორედ ასე აფასებენ ამას საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები. საქართველო ასე გამოიყრება დღევანდელ დღეს, პოსტპანდემიურ პერიოდში უცხოელების თვალში - როგორც მაკროეკონომიკურად მდრადი, კეთილსაიმედო, საინვესტიცოო თვალსაზრისით მომზიდველი და რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო. სწორედ ეს შეფასება არის ასახული ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვაში, სადაც საუბარია, რომ ქვეყანა კვლავაც აგრძელებს და გააგრძელებს ევროატლანტკური კურსით სიარულს და ევროპული ორიენტაციის რეფორმების განხორციელებას", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)