16:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 09:41:11, 494 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: პრეზიდენტსა და გენერალური შტაბის უფროსს შორის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ სტუმრობისას ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ დოლიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილსა და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შორის არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, როგორც ეს ზოგიერთ ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პირადად დაინტერესდა ვაშინგტონის ინციდენტის მონაწილე პირის, სამხედრო მოსამსახურის, ვახტანგ დოლიძის მიერ წამოჭრილი საკითხით და 2011 წელს მომხდარ ამბებთან დაკავშირებული დოკუმენტები გენერალური ინსპექციიდანაც გამოითხოვა.

„არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა პრეზიდენტსა და გენშტაბის უფროსს შორის. არათუ ჭიქების სროლა, სიტყვიერი შელაპარაკებაც არ ყოფილა. ჭიქა ისროლა ვახტანგ დოლიძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ში არა სამსახურებრივი მივლინებით, არამედ, საკუთარი ინიციატივით იმყოფება. ის არის პატივსაცემი ადამიანი, ავღანეთში არის დაჭრილი და უზარმაზარ პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს. ვფიქრობ, ცოცხალი გმირები არიან და მუდმივად ამ დამსახურების აღიარების მდგომარეობაში იქნებიან. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ასეთ დროს განსაკუთრებულად მოგეთხოვება... იგი საუბრობს 2011 წელს მომხდარ ინციდენტზე და ამბობს, რომ საკითხი სათანადოდ არ გამოიძიეს. დავინტერესდი ამ საკითხით და გენერალური ინსპექციიდან მომიტანეს 2011 წლის ინციდენტთან დაკავშირებული სრული მასალა. უნდა შევისწავლო ეს მასალა. თუ გამოიკვეთა დარღვევა და ამ პროცესში მონაწილე ადამიანი დღემდე მუშაობს სამინისტროში, რა თქმა უნდა, ის პასუხს აგებს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, ეკისრება სამხედრო მოსამსახურეებსაც და ვაშინგტონში მომხდარი ინციდენტის გამო ვახტანგ დოლიძემ, წესით, ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან ეს სამხედროსთვის უღირსი საქციელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics