18:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 22:18:57, 523 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიამ შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება

„ნიკა მელიამ შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას საქმეზე „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა დისკუსია კიდევ იყოს.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის ფიქრობდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგზე. მათ შორის, ნიკა მელიას შემთხვევაშიც იყო გუნდში დისკუსია და მომავალშიც, შესაძლოა, იყოს დისკუსია იმაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს იმ პროვოკაციას, რაც ნიკა მელიამ გამოიყენა.

მან სახელმწიფოს უთხრა, რომ ყველა მოქალაქეზე მაღლა დგას, იმ 400 მოქალაქეზეც მაღლა დგას, ვისაც დღეს სამაჯური უკეთია და არ იხსნის და არ აგდებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რასაც თვითონ იმუქრებოდა და რაც უნდა, რომ საზოგადოებას დააჯეროს, თითქოს გმირია, თავისუფლებისთვის იბრძვის და სამაჯური ძალიან უჭერს მის ამბიციებს და თავისუფლებას, იმაზე უარესი გააკეთა თვითონ, პრაქტიკულად მან თვითონ დაიმძიმა შეზღუდვები, ჩაიკეტა ოფისში, ოთახში და პრაქტიკულად თვით შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
ომბუდსმენი: ვგმობ პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას
ნაცემი მოქალაქე - ვინც მოვიდა, ყველა პოლიციელი გვცემდა, ყველა. ჩემზე მეტად ისაა ნაცემი. თვითონაც არ ეცოდინებათ, რატომ გვცემდნენ
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics