2021-02-19 15:58:46, 429 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ხმაურია - დაკავებულია რამდენიმე პირი
საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ხმაურია.
დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლას აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე შსს-ს წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
„ექსპრესნიუსი“ შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყება ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებს.
ცნობისთვის, ადგლზე მობილიებული არიან სამართალდამცველები.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან