23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 16:28:24, 624 ნახვა

სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაიწყოს ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას.

როგოც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებს მოქმედი კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების 48 საათში, გასაჩივრების უფლებას არ ანიჭებს.

„ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით გამოწვეული დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც განმუხტავს არსებულ ვითარებას და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის უკიდურეს ზომამდე გამწვავებას თავიდან ააცილებს. ვფიქრობთ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ამ დაძაბულ ვითარებაშიც შესაძლებელია გამოსავლის პოვნა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არსებით სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერ, 48 საათში, გასაჩივრების უფლებას მხარეებს არ ანიჭებს. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება. შესაბამისად, ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას.

მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. კერძოდ, დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება ნებისმიერი ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს იქნება არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ინსტიტუციური და ლეგიტიმური გზა“, -  აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia“,

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI“,

„ღია საზოგადოების ფონდი - OSGF“,

„საზოგადოება და ბანკები“,

„კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“,

 ცენტრი “ემპათია”,

„საფარი“,

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“,

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC“,

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED“,

„საქართველოს ატლანტიკური საბჭო“,

„მწვანე ალტერნატივა“,

„მსოფლიო გამოცდილება“,

„საქართველოსთვის - WEG“,

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS“,

„ლიბერალური აკადემია თბილისი“,

„საქართველოს გაეროს ასოციაცია“,

„მედიის განვითარების ფონდი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics