|
2021-02-18 13:06:45, 498 ნახვა
საზოგადოება
განახლებული Porsche Panamera საქართველოშია
პორშეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ (პორშე ცენტი თბილისი გაილინკოს - https://www.facebook.com/PorscheCenterTbilisi ) განახლებული პორშე პანამერას ონლაინ-პრეზენტაცია გამართა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა ბრენდმა ბიზნეს კლასის 4-კარიანი სედანის მეორე თაობა 2021 წლისთვის განაახლა და პანამერას ახალი ვერსია უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. ახალი პანამერას პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში გაიმართა, პროექტი საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში SOLO და WM საკუთარ მომხმარებლებს ახალი Porsche Panamera-ს შეძენას განსაკუთრებული პირობით, 10%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. (განსაკუთრებულ პირობებზე გაილინკოს შემდეგი ბმული: https://solo.ge/ka/solo/lifestyle/offer-details/602bd1bb464588030c5ba3c0) ავტომობილის პრემიერა „პორშე ცენტრი თბილისის“ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რომელიც საზოგადოებას პორშეს წარმომადგენელმა პეტრე წაქაძემ და ცნობილმა ტელეწამყვანმა ლიკა ევგენიძემ წარუდგინეს. (აქ უნდა წავიდეს პრეზენტაციის ვიდეო - ჩანაწერი https://www.facebook.com/PorscheCenterTbilisi/videos/147228330564112 ) განახლების შემდეგ პანამერა კიდევ უფრო მეტად სპორტული, ელეგანტური და ექსკლუზიურია. სპორტული შესაძლებლობები, კომფორტი და დიზაინი - პანამერას წინა თაობასაც ეს ფაქტორები გამოარჩევდა, განახლებულ მოდელში კი მისმა ყველა უპირატესობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. პორშეს მიზანი ყოველთვის კლასში საუკეთესო ავტომობილების წარმოებაა, პანამერა კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი განსაკუთრებული მაგალითია. ავტომობილმა ახლახან ნიურბურგინგის ლეგენდარულ ტრეკზე ახალი რეკორდიც დაამყარა. „პორშე ცენტრი თბილისში“ მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია პანამერას ყველა ვერსია. ონლაინ-პრეზენტაციაზე საზოგადოებამ Panamera 4 იხილა, თუმცა არჩევანი გაცილებით დიდია: Panamera GTS, Panamera Turbo S, რომელმაც Turbo-ვერსია ჩაანაცვლა და ასევე მოდელის Plug-in-ჰიბრიდული ვერსიებიც. მნიშვნელოვანი სიახლეა ჰიბრიდული ვერსია Panamera 4S E-Hybrid, რომლითაც პორშე აგრძელებს მოდელების ელექტრიფიცირების სტრატეგიას. ახალი ელემენტების დამსახურებით ელექტროსვლის რესურსი 30 პროცენტით გაიზარდა. გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის ყოველი მეორე პორშე ქარხნიდან ჰიბრიდული ან მხოლოდ ელექტროამძრავით გამოვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პორშე ცენტი თბილსის წარმომადგენლებს: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; 591 280 280;
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)