03:40 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 11:58:42, 478 ნახვა

საზოგადოება
ტოიოტა "LQ"- ემოციური კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის

მობილობის კამპანიის ფარგლებში „ტოიოტამ“ შექმნა კონცეპტ მოდელი "LQ", რომელიც იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას ავტომობილსა და მძღოლს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად. LQ აღჭურვილია მართვის ავტომატიზირებული შესაძლებლობებით და ინტერაქტიული აგენტით, (Yui) სადაც ჩამონტაჟებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, იმისთვის, რომ ისწავლოს მძღოლისგან და გადმოგცეთ პერსონალიზებული მობილობის გამოცდილება.  

”წარსულში, მანქანებისადმი ჩვენი სიყვარული გამოწვეული იყო მათი შესაძლებლობებით, რომ წავეყვანეთ შორეულ ადგილებში და განგვეცადა თავგადასავლები,“ განაცხადა LQ დეველოპმენტის ხელმძღვანელმა დაისუკე იდომ. "მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლის ცხოვრების სტილი შევუსაბამოთ მღელვარებისა და ჩართულობის ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვამაყობთ LQ–ით, რადგან გთავაზობთ ავტომობილს, რომელსაც შეუძლია პერსონალიზირებული გამოცდილება შეგძინოთ, დააკმაყოფილოს თითოეული მძღოლის უნიკალური მობილობის მოთხოვნილებები და შექმნას კიდევ უფრო ძლიერი კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის ".

როგორც მობილობის კომპანია, ტოიოტა მიიჩნევს, რომ როდესაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, ყველაფერი შესაძლებელია. ეს ხედვა ემყარება იმ გაგებას, რომ მობილობა სცილდება ფიზიკური ტრანსპორტირების ფარგლებს და მოიცავს ადამიანის გადაადგილებისა და ემოციური ჩართულობის საჭიროებას.

 LQ იცავს ამ ფილოსოფიას ძირეული განვითარების თემის ფარგლებში - "ისწავლე, გაიზარდე, გიყვარდეს". ამ მოდელის ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგია, მიზმად ისახავს შექმნას მობილობის უნიკალური გამოცდილება, რომელიც აყალიბებს ურთიერთობას ავტომობილსა და მძღოლს შორის, ის სწავლობს მძღოლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს და რეაგირებს  შესაბამისად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics