2021-02-18 09:36:30, 520 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.
სამართალდამცავებს შენობაში შესვლა ვერ შეძლეს.
ადგილზე იმყოფება ნიკა მელიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი რომელმაც სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მას აქვს უფლება ჩაიბაროს განჩინება. ამის საპასუხოდ შსს-ს სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩაბარება ბრალდებულთან ერთად უნდა მოხდეს.
სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან