20:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 14:41:55, 583 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელიას საქმის პროკურორი - გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას“, - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმრობა არის გამოსავალი, რომ გამოძიების პროცეს ხელი არ შეეშალოს.

„სხდომაზე გაიმართება შუამდგომლობა, სასამართლო მოუსმენს ორივე მხარეს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი, შესაბამისად გვაქვს გონივრული მოლოდინი იმის, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლიან მოთხოვნას.

რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კომფლიქტში მოდის კანონის წესებთან, გირაოს არ გადახდა, გიაროს შეუსრულებლობა, ტირაჟირება, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას არის ფაქტობრივი მოცემულობა რაც ყველასთვის არის ცნობილი და არ არსებობს სხვა ალტერნატივა სისხლისამართლებრივ სივრცეში, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა. იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესა და მის ჯეროვნად განხორციელებას.

გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ სასამათლოზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის საკმაოდ დასაბუთებული.

თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, რისი გონუვრილუი მოლოდინიც გვაქვს, აღსრულების მექანიზმი - არსებობს სხვადასხვა სამსახურები, რომელთაც დაევალებათ ამის აღსრულება“, - განაცხადა პროკურომა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics