|
2021-02-17 10:09:23, 430 ნახვა
სამართალი
საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტის დასრულების შესახებ ვიდეოკონფერენცია გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მონაწილეობა მიიღო პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდა“ - დახურვის ონლაინღონისძიებაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილობდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში - მააიკე ვან კოლდამი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლები. ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებაში მათ მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის ინსტიტუტის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. აღნიშნული პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)