|
2021-02-16 16:23:46, 849 ნახვა
რეგიონი
დიდი სამამულო ომის ვეტერანს, კასპელ გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილს 101 წელი შეუსრულდა
დიდი სამამულო ომის ვეტერანს, კასპელ გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილს 101 წელი შეუსრულდა. იგი ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელზე, გერმანელთა წინააღმდეგ ქართველთა ბატალიონის აჯანყების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც ცოცხალი გადარჩა. ომმა გრიგოლ ბაინდურაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ლიტვაში, ქალაქ პლუმბერდში - პოლონეთის საზღვარზე მოუსწრო. 1943 წლის ივნისში პოლონეთში ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისგან 822-ე რთული ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომელსაც "ვერმახტის ქართულ ლეგიონს" უწოდებდნენ... 1945 წლის თებერვალში გერმანელმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, რომელშიც 800-მდე ქართველი და 400-მდე გერმანელი იყო. მათ იქ ორი უმძიმესი წელი იცხოვრეს. აპრილში ბატალიონი აჯანყდა, რომელსაც ქართველი მფრინავი შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა და მრავალი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. 101 წლის ვეტერანი კასპში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ხშირად იხსენებს ომის ეპიზოდებს, ტექსელის აჯანყებას და გარდაცვლილ თანამებრძოლებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გრიგოლ ბაინდურაშვილს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)