16:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 14:40:50, 365 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მედიას თავისუფალი მაუწყებლობის საშუალება მიეცეს

"საერთოდ ჯობია საკითხები ერთმანეთთან შესადარისი იყოს, უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა ორმაგი სტანდარტის გამოვლინება, როდესაც "რუსთვი 2" ის მხარდამჭერ აქციაზე  "ქართული ოცნების" წევრის დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფისთვის პირს სისხლის სამართლის კოდექსით ასამართლებენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეურაცხყოფისთვის კი, 100 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

"საერთოდ ჯობია ასეთი საკითხები ერთმანეთთან შესადარისი იყოს. გეთანხმებით უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი და არა ორმაგი. არ ვიცი ამ შემთხვევაში მოსამართლის მხრიდან რა გარემოება იქნა გათვალისწინებული და რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არ ვიცი ეს სტანდარტი დაკავების დროს დარღვეული იქნა თუ არა. არ ვიცნობ კონკრეტულ გარემოებებს დაკავებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მან მედიის თავისუფლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ნებისმიერი მთავრობისთვის პრინციპული უნდა იყოს.

 "მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი იმ უმაღლესი პრინციპთაგანი, რომელიც გააჩნია მთავრობას და რომელიც ნებისმიერ მთვრობას უდა გააჩნდეს. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ ეტაპზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. მგონია, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მედიას თავისუფალი მაუწყებლობის საშუალება მიეცეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics