2021-02-16 16:07:17, 491 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.
ამის შესახებ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
„დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის დადგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან საქმე ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა“, - განაცხადა გულუაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან