|
2021-02-15 17:37:39, 552 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა შესთავაზა
თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ მესაკუთრეს შორის დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა. დედაქალაქის მერიამ „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაა შესთავაზა. „ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო შეთანხმება იმაზე, რომ რაც დღეს გააკეთეს, ვგულისხმობ ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანას, უკანონოა და ასეთი რამ არ შეიძლება განმეორდეს. მეორე ის, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ადგილმონაცვლეობის შეთავაზება მათი უფლებების დაცვის, მათი კომერციული ინტერესების შენარჩუნების მიზნით. ამისთვის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა, შევარჩიეთ მიწის ნაკვეთები და შევთავაზეთ. დღევანდელ შეხვედრაზე რაც მათ გააჟღერეს, იყო ის, რომ ააშენებენ რესტორანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ მათთან მოლაპარაკება დავიწყეთ, საუბარი იყო რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენაზე, რომელიც ათეული წლები იდგა ვაკის პარკში და არა სასტუმროს პარამეტრებით რაღაც უზარმაზარი ნაგებობის განთავსებაზე. ჩვენთვის ნაგებობის ფუნქციას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რა ინტენსივობის მშენებლობაზეა საუბარი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მივედით იქამდე, რომ ერთადერთი სწორი ვარიანტია მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, მათივე პოზიციებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ შეხვედრაზე აბსოლუტურად ვერაფერზე შევთანხმდით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ დასხდებიან პარტნიორები და დაილაპარაკებენ“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა. ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ ინვესტორი საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მიიღებს და ადგილმონაცვლეობას დათანხმდება. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ დაგვერწმუნებინა ინვესტორები, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით, არის ის, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმის მიზეზი, რომ ისინი არ თანხმდებიან ადგილმონაცვლეობას არის ის, რომ აქ სასტუმროს აშენების იმედი აქვთ. ადრე თუ გვიან, მივალთ იქამდე, რომ ისინი დარწმუნდებიან, რომ ვერც ისეთი ქმედებით, როგორსაც დღეს დილით მიმართეს და ვერც ვერანაირად ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ. საბოლოო ჯამში მივალთ ადგილმონაცვლეობასთან“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. ცნობისთვის, დღეს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებმა მძიმე ტექნიკით ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სამუშაოები შეაჩერეს. დედაქალაქის მერიის განცხადებით, ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)