04:25 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 14:21:30, 810 ნახვა

საზოგადოება
რომელია შენზე მორგებული კონდინციონერი

არსებობს ისეთი ნივთები, რომლის გარეშეც ჩვენი არსებობა ზოგჯერ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, მათ ყოველდღიურობაში სულ ვიყენებთ, თუმცა ამას იშვიათად ვაანალიზებთ. მათზე რეალურად იშვიათად ვფიქრობთ, მაგალითად როდესაც ასეთი ნივთის შეძენის ან განახლების დროა, სხვა შემთხვევაში კი თითქოს ეს უბრალოდ მოცემულობაა, ეს ასე უნდა იყოს და მორჩა. კონდინციონერი კი ის საგანია, რომლის არსებობასაც განსაკუთრებით ზაფხულში ვიმჩნევთ. ყველას გვიყვარს ზაფხული, ჩვენი განსაკუთრებული მოგონებები ხომ ხშირად ზაფხულს უკავშირდება, თუმცა რუტინულ ყოველდღიურობაში საქმე პირიქითაა - მაღალი ტემპერატურა ბევრისთვის უამრავ დისკომფორტს უკავშირდება. კონდინციონერი ის უჩინარი გმირია, რომელიც ცხოვრებას გვიიოლებს და ასე სანატრელ ზაფხულს სწორედ რომ ასატანს ხდის.

ტექნიკის განვითარებასთან ერთად ბაზარზე გამოჩნდა სხვადასხვა შესაძლებლობისა და ღირებულების კონდონციონერებიც, რომელიც უფრო მეტადაა მორგებული თქვენს კომფორტს. გამაგრილებელ ფუნქციასთან ერთად დაემატა გათბობის ფუნქციაც, თუმცა მისი მთავარი ფუნქცია მაინც ჰაერის გაგრილება ცხელ დღეებშია. თუ გადაწყვიტეთ ზაფხულს მომზადებული შეხვდეთ, ან უფრო მეტად კომფორტული და თქვენზე მორგებული კონდინციონერი შეიძინოთ, სტატიაში მოგიყვებით როგორ აარჩიოთ და რა უნდა გაითვალისწინოთ.

კონდინციონერის საკმაოდ ბევრი ტიპი არსებობს, რომლებიც ერთიანდება ორ ძირითად კატეგორიაში - მონობლოკური და სპლიტ-სისტემა. მონობლოკური კატეგორიის კონდინციონერი შედარებით პატარაა, შედგება ერთი ბლოკისგან და ფასიც შესაბამისად შედარებით მცირე აქვს. სპლიტ-სისტემის კი ორი ბლოკისგან შედგება: ერთი შენობაში მონტაჟდება, მეორე შენობის გარეთ.

მონობლოკური კონდინციონერი არსებობს ორი ტიპის - მობილური და ფანჯრის.

მობილური

ასეთი ტიპის კონდინციონერი მოსახმარად საკმაოდ მარტივია, რადგან შეგიძლიათ ოთიხადან ოთახში მარტივად გაადგილოთ, თუმცა მთავარი მინუსი მაინც მისი ხმაურია. ასევე, აუცილებელია თერმოიზოლირებული მილი ფანჯარაში გაიყვანოთ, რათა სითხე შენობის გარეთ მოხვდეს.

ფანჯრის

ფანჯრის კონდინციონერი მარტივად მონტაჟდება ფანჯარაზე და აქვს გამწოვი ვენტილაციის შესაძლებლობა. ასევე, შესაძლებელია თხელ კედელზე დამონტაჟება, თუმცა, როგორც წესი, ამ დროს აუცილებელი ხდება კედლის კონკრეტული ნაწილი მონგრევა. ამ შემთხვევაშიც მთავარი მინუსი მისი ხმაურია

სპლიტ-სისტემის კონდინციონერი არსებობს სხვადასხვა ტიპის.

კედლის კონდინციონერი

კედლის სპლის-სისტემის კონდინციონერი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ყველაზე პოპულარულია და გამოიყენება როგორც ბინებში, ასევე ოფისებშიც. აღნიშნული ტიპის მოდელებში ხმაური საკმაოდ დაბალია.

მულტი სპლიტ-სისტემის კონდინციონერი

აღნიშნული ტიპის კონდინციონერი შედგება რამდენიმე შიდა ბლოკისგან, რომელიც უკავშირდება ერთ გარე ბლოკს და ქმნის შესაძლებლობას ერთდროულად რამდენიმე ოთახში ფუნქციონირებდეს.

კასეტური კონდინციონერი

თუ გაქვთ შეკიდული ჭერი საკმაოდ კარგი არჩევანია, რადგან ამ ტიპის კონდინციონერი მხოლოდ შეკიდულ ჭერში მონტაჟდება და ჰაერს ოთხივე მიმართულებით ბლოკის ქვედა ნაწილიდან ანაწილებს.

ჭერისა და იატაკის კონდინციონერი

როგორც მიხვდით ასეთი ტიპის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც ჭერზე, ასევე იატაკზე. გაითვალისწინეთ, რომ შეკიდულ ჭერზე არ მონტაჟდება. მთავარი უპირატესობა მისი ჰაერის განაწილების მექანიზმია: ჭერზე დამონტაჟებისას ჰაერი მიემართება ჰორიზონტალური მიმართულებით, იატაკზე დამონტაჟებისას კი ზემოთ ჭერისკენ ვერტიკალურად და უშუალოდ ადამიანს არასოდეს უბერავს.

კოლონური

აღნიშნული ტიპი უმეტესად გამოიყენება დიდ ოთახებში, უნივერსიტეტის აუდიტორიებში, მუზეუმებში, სადაც აუცილებელია მუდმივ რეჟიმში მუშაობდეს და შეძლოს დიდი სივრცის გაგრილება. მთავარი მინუსი მისი დიდი ზომა და შედარებით მაღალი ფასია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics