|
2021-02-14 12:00:23, 517 ნახვა
სამართალი
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის (TFV) დირექტორთა საბჭოს წევრობიდან გადადგომას ფონდი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. გადადგომის მიზეზი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევაა. როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, გოჩა ლორთქიფანიძე დირექტორატის წევრის რანგში ფონდის მანდატის - კომპენსაციისა და დახმარების პროგრამების ეფექტურად და სწრაფად განსახორციელებლად არაერთ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ალ მაჰდის საქმეზე მან მონაწილეობა მიიღო ინდივიდუალური კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით 662 ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღებაში. გაწეული საქმიანობისათვის გოჩა ლორთქიფანიძეს მადლობა გადაუხადა TFV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მამა კოტე დუმბიამ. „ICC-ის მოსამართლედ არჩევა და მოსამართლის თანამდებობა მისთვის პრივილეგია და შესაძლებლობაა, გააგრძელოს ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ და კანონის უზენაესობის განხორციელებისთვის. ჩვენ ველით, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობაზე, ასევე, ყველაფერს გააკეთებს, რათა მსხვერპლთა პრობლემები… კვლავ დარჩეს რომის წესდების სისტემის ყურადღების ცენტრში“, – აცხადებს TFV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. გოჩა ლორთქიფანიძეს მოსამართლედ არჩევას ულოცავს TFV-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ დე ბაანიც. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფასებს ფონდის საქმიანობაში გოჩა ლორთქიფანიძის ჩართულობას, გამჭრიახ ხელმძღვანელობას და რეკომენდაციებს. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივი იყო დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრობა. „ჩვენ თავდადებით ვმუშაობდით მსხვერპლთა დასახმარებლად და მათი ინტერესებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ახალი თანამდებობა განაპირობებს [დირექტორატის წევრობიდან] გადადგომას, აქ შეძენილი დიდი გამოცდილება დამეხმარება ჰააგის სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შესრულებაში“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. გოჩა ლორთქიფანიძე TFV-ის საბჭოს წევრად 2018 წლის დეკემბერში სამი წლის ვადით 123 სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერით აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც TFV-ის დირექტორატში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს საქართველოდან არჩეული კანდიდატი წარმოადგენდა. გოჩა ლორთქიფანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ისეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაში, რიგორიცაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის პროგრამის დაწყება. პროექტი 600 000 ევროს მოცულობისაა და 3 წელს გაგრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მკურნალობას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დაზარალებულთა ფონდის მიერ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან კონსულტაციების შემდეგ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)