|
2015-10-06 12:03:58, 703 ნახვა
სამართალი
არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურთან ერთად განხორციელებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკირეში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროს განმეორებითი შემოწმებისას, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ უკვე დალუქული იყო, ლუქი დაზიანებული აღმოჩნდა. „სამართალდამრღვევმა თვითნებურად ახსნა ლუქი და რამდენიმე კვირის მანძილზე უკანონო საქმიანობას ეწეოდა. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე - ტყე (მორი). განხორციელდა სახერხი დანადგარის დემონტაჟი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის ორგანოს“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხდებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)