|
2021-02-13 12:37:57, 571 ნახვა
სამართალი
ქუთაისში აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ქუთაისში აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. გუშინ ქუთაისის მერიასთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავდნენ და ქალაქის მერისა და გუბერნატორისგან მოითხოვდნენ კითხვაზე პასუხს, თუ რატომ „ქეიფობენ“ ხალხის ფულით. მოგვიანებით დაპირისპირება იყო აქციაზე,რა დროსაც აქტივისტები დააკავეს. მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრის, ლაშა ხუსკივაძის თქმით, გუშინ აქციაზე მობილიზებული იყო ზონდერ ჯგუფები, რომლებიც აქტივისტებს სასტიკად გაუსწორდნენ. „არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ. ვანდალურად იქცეოდნენ. მობილიზებული ჰყავდათ ზონდერ ჯგუფები, რომლებიც აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. ძალიან მარტივი კითხვები გვქონდა მერთან და გუბერნატორთან, რატომ ხარჯავენ პირადი გამოყენებისთვის ხალხის ფულს“, - განაცხადა ლაშა ხუსკივაძემ.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)