2021-02-13 11:58:39, 747 ნახვა
სამართალი
მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც აალდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებასისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან