22:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 11:04:45, 568 ნახვა

კომენტარი
გიორგი ხანიშვილი: საქართველოში ჩაის სექტორის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა კვლევის „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“ ანგარიში ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.

„აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში ჩაის სექტორის განვითარების გზამკვლევი იქნება. ეკონომიკურ გათვლებზე, სწორ ანალიზზე, მსოფლიო პრაქტიკაზე დაფუძნებული დოკუმენტი დაეხმარება როგორც ფერმერებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს, დასახონ გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნები და ისე განავითარონ ქართული ჩაის სექტორი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კვლევის დოკუმენტზე  „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“ მუშაობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სპეციალისტებმა გასულ წელს დაიწყეს.  დოკუმენტის  შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომიკის მკვლევარები. მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  კვლევის შედეგების გაცნობის და მეჩაიეობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების განხილვის მიზნით,  ახლო მომავალში, ჩატარდება კონფერენცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან   ჩაის სექტორით დაინტერესებული მხარეები,  მწარმოებლები, მეცნიერები, საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ონლაინ შეხვედრას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics