|
2021-02-12 20:25:10, 699 ნახვა
კომენტარი
შემოსავლების სამსახური ყოფილ და მოქმედ თანამშრომელს შორის დაპირისპირების მიზეზად პირად უთანხმოებას ასახელებს
შემოსავლების სამსახური ყოფილ და მოქმედ თანამშრომელს შორის დაპირისპირების მიზეზად პირად უთანხმოებას ასახელებს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 12 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და რომლის შედეგადაც, უწყების თანამშრომელმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები. აღვნიშნავთ, რომ ინციდენტის დროს დაზარალებული შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო პირი, რომელმაც განახორციელა ფიზიკური ანგარიშსწორება, უწყების ყოფილი თანამშრომელია. მას პირადი განცახადების საფუძველზე, დატოვებული ჰქონდა შემოსავლების სამსახური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გმობს მომხდარ ფაქტს. უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება. მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, არ დაუშვან პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გასაჯაროება და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა უწყებაზე და ემსახურება სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და ღირსების შელახვას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)