09:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 17:08:49, 679 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ღირსეული შრომითი პირობებისთვის

საქართველოსა და  გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. აღნიშნული საკითხი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განიხილა.

,,დღეს განვიხილეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ამავე დროს ღირსეული შრომითი პირობებისთვის“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აღნიშნული მიმართულებით დიალოგი ევროკავშირის წევრ სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან გრძელდება.  ეს შეთანხმება არის პროგრესი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისათვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics