|
2021-02-12 13:55:55, 1722 ნახვა
რეგიონი
სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება
სოფელ იგოეთში 50 აღსაზრდელზე ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა გრძელდება. შენობა სრულად დააკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამჟამად შიდა და გარეპერიმეტრის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობილ შენობაში აღასზრდელებს, პედაგოგებსა და მომსახურე პერსონალს ყველა პირობა ექნებათ. კეთილმოეწყობა საბავშო ბაღის ეზოც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობას შპს „ხარისხი“ ახორციელებს, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მასზე 696 326 ლარი იხარჯება. სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და ბავშვებს მეზობელი სოფლის სამთავისის საბავშვო ბაღით უწევდათ სარგებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის - იგოეთისა და მრგვალი ჭალის აღსაზრდელებს ახალი, სრულად აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნებათ. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ გრაკალსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც მიმდინარეობს. უახლოეს ხანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ რენეშიც დაიწყება და კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფლის (მ/შ4 საზღვრისპირა და 1 მღალმთიანი) აღსაზრდელები, ასევე თანამედროვედ მოწყობილი საბავშვო ბაღით ისარგებლებენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კეთილმოწყობა ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მომავალი თაობისათვის საჭირო პირობები აუცილებელია - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ. #სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა2021 #გაიგერაკეთდებაშენსსოფელში
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)