|
2015-10-06 10:04:41, 337 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც კი ვიყო იმ ქვეყნისა, სადაც პოლიტ-პატიმრებზეა საუბარი
„მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით, ის არსებულ პროცედურულ დარღვევებს ხედავს. „ნუ შევეცდებით და ნუ დავამძიმებთ, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. ის, რომ პროცედურული დარღვევებია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ ისაუბრა და ამას მყისიერად უპასუხა კიდეც სასამართლო სისტემამ. ისევე როგორც ეს უნდა ხდებოდეს ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სასამართლომ იმსჯელა და კონსტიტუციური ვერდიქტი აღდგა მათი კონსტიტუციური უფლების თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რომ არის დარღვევები და ამისთვის გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ არის პოლიტ-პატიმრობის თაობაზე. მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი, არა მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა, სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)