|
2021-02-10 17:59:53, 1030 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში პარკის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ქედის მუნიციპალიტეტში პარკის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აქტიურ რეჟიმშია ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიგო ფერადი ქვაფენილები, მოეწყო სათამაშო მოედნები. მალე დაიწყება პარკის გამწვანება დეკორატიული მცენარეებით. პარკი იქნება სრულად ადაპდირებული შშმ პირებისათვის. დასკვნით ეტაპზეა ქვედა აქუცის საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აქ მცხოვრები ოჯახები ამ დრომდე საცალფეხო ხიდით სარგებლობდნენ. საავტომობილო ხიდი ასევე, ზედა აქუცის, ვაიოსა და კვაშტის სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)