14:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 15:16:47, 363 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი პროკურატურის კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პროკურატურის კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის №4300 – Iს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:               

2015 წლის 5 ოქტომბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევი კ ო ნ კ უ რ ს ი.

საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს  საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმის წარმოებაში.

წარდგინება შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge", - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics